დღეს ტრენერმა გვამუშავა სასწავლო პროექტის გეგმის შალონზე, გვესაუბრა და აგვიხსნა თუ როგორ შევაფასოთ დაბალი მზაობისა -სსსმ მოსწავლეები და ნიჭიერი ბავშვები ,როგორი ტიპის დავალებები უნდა მივცეთ მათ რათა გაკვეთილი უინტერესო არ აღმოჩნდეს და არ დაუქვეითდეთ მოტივაცია , ტრენინგი ისეთი ინტერესით მიმდინარეობდა რომ ჩვენთვის განკუთვნილი დრო თვალსა და ხელსშუა გაგვეპარა . ტრენერს ამომწურავი პასუხები ყოველთვის მზად ჰქონდა ,ეს უფრო მეტად გვიადვილებდა მუშაობას ასე რომ დღევანდელი ტრენინგი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა თითოეული ჩვენგანისათვის. მადლობა დიმიტრის
Comments
Post a Comment